საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

21 ნოემბერი 2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში პროფესორი კონსტანტინე კორკელიას და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის ბესარიონ ბოხაშვილის თანაავტორობით გამოცემული წიგნის ,,პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტები.  

 ადვოკატთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების პოპულარიზაციის კამპანიაში და ადვოკატთა კორპუსს შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ თემაზე შექმნილი სახელმძღვანელო ავტორისგან საჩუქრად მიეღო.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი